შეავსე ფორმა
Logo
Q2 2018, მაკრო მიმოხილვა | სიახლე სამეზობლოში: ექსპორტის ძლიერი ზრდა 2018 წლის პირველ ნახევარში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვებმა განაპირობა
18 სექტემბერი 2018

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2018 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის ხარისხის შედარება საქართველოს საბანკო და არა-საბანკო სექტორებში
11 ივნისი 2018

კვლევა მოიცავს 48 მოწინავე ბანკს შემდეგ 13 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ხორვატია. შერჩეული ქვეყნები წარმოადგენენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.

27 ნოემბერი, 2017 | ხაჭაპური მათთვის, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს
27 ნოემბერი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2017 წლის 27 ნოემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

თავისუფლება თუ შიში? ცურვის შიში სამხრეთ კავკასიაში
22 მაისი 2017

დიდი ხანია, ეკონომისტები დაობენ, თუ რომელი სავალუტო რეჟიმი უნდა აირჩიონ განვითარებადმა ქვეყნებმა: დააფიქსირონ გაცვლითი კურსი სხვა რომელიმე ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტასთან (ვალუტებთან) მიმართებაში თუ ბაზარს მიანდონ ის მისი დადგენა. ინტუიციურად, სავალუტო კურსი ჩვეულებრივი ფასია, ისეთივე, როგორიც ტომარა კარტოფილის, ლიტრი რძის ან კილოგრამი თაფლის ფასი. განსხვავება ის არის, რომ სავალუტო კურსი გვიჩვენებს ერთი ერთეული უცხოური ვალუტის (მაგ. აშშ დოლარის) ღირებულებას ადგილობრივ ვალუტაში.

კანონით ვერ იყიდი სიყვარულს... ადგილობრივი ვალუტის მიმართ
25 თებერვალი 2017

2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.

შეავსე ფორმა